ორმხრივი სროლა ქუჩაში

2024-04-18 19:22:11

ვაკეში 3 პირი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლის ხმა ტიციან ტაბიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა.

როგორც ირკვევა, დაპირისპირების მიზეზი წარსულში არსებული უთანხმოება გახდა.

დაჭრილებს ჩაუტარდათ ოპერაცია. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო.