აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ

2024-04-15 14:01:46

მთავრობის ადმინისტრაციაში პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივიდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უცხოელი დიპლომატების შეხვედრა მიმდინარეობს.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს, დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის ხვდება.