მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

2024-04-13 11:46:31

თბილისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა.

უბედური შემთხვევა დიდ დიღომში მოხდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.