ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

2024-04-12 15:30:30

ქობულეთში, სოფელ ხუცუბაში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ფაქტი "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ხანძრის დროს მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში მარტო იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.