28 079 ლარის არადეკლარირებული ოქრო-ვერცხლი ამოიღეს

2024-04-10 18:23:45

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე - ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 28 079.01 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.