ქვეითს ავტომობილი შეეჯახა

2024-04-10 11:25:03

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. 40 წლამდე დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ქალს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.