თბილისში აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

2024-04-07 16:03:30

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში დაიღუპა.

აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირი კი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება დღეს დილით მოხდა.