ვის რამდენით შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი?

2024-04-04 14:14:05

მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო დღევანდელ, მონეტარული პოლიტიკის 13 მარტის სხდომაზე.

მომავალი თვიდან რეფინანსირების განაკვეთი 0,75%-ით მცირდება და 8,25% გახდება. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ლარში 183,5 ათასი სესხია გაცემული.

სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში დაბალი ინფლაციითა და სტაბილური ლარის კურსით ახსნა.

"მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათი სიმწვავე შერბილებულია", - განმარტა ეროვნულმა ბანკმა.

შემცირებული პროცენტი ავტომატურად აისახება გადასახდელ თანხაში. ბანკში ხელშეკრულების განახლება არ არის საჭირო. ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად შეიცვლება პირობები: ეს დამოკიდებულია დარჩენილ სესხსა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობაზე.

"დაძაბულობა ამ რეგიონში კვლავ ნარჩუნდება, თუმცა დეკემბერსა და იანვარში მკვეთრი ზრდის შემდეგ, თებერვლის განმავლობაში ტრანსპორტირების ფასებმა მცირედით მოიკლო. ამასთანავე, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად პოტენციურ ტრენდს უბრუნდება. იანვარში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებაზე მიუთითებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს," - ნათქვამია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.