რუსთავში რამდენიმე მისამართზე 24 საათია წყალი არ მიეწოდებათ

2024-04-03 12:37:04

რუსთავში რამდენიმე ქუჩას წყალი თითქმის 24 საათია არ მიეწოდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მოქალაქეებმა განუცხადეს, წყალი არ აქვთ მე-20 მკრნ-ს.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "ჯივიპი რუსთავს", სადაც აცხადებენ, რომ წყლის გათიშვა ტაშკენტის ქუჩის მიმდებარედ დაზიანების გამო მოხდა.

წყალი არ მიეწოდება მე-20 მკრნ-ის მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 კორპუსებს.

კომპანიის თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და აბონენტებს წყალმომარაგება სრულად 14:00-თვის აღუდგებათ.