აუტიზმის საერთაშორისო დღე "პირველი ნაბიჯის" რუსთავის ფილიალში

2024-04-02 18:24:56

2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" რუსთავის ფილიალში სხვადასხვა აქტივობა იყო დაგეგმილი.

"პირველი ნაბიჯის" პროგრამების ხელმძღვანელის, თამარ ნოზაძის განცხადებით, აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ანიმატორი ჰყავდათ მოწვეული.

მისი თქმით, ცენტრში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის 10-მდე პროგრამა არსებობს.

"დღეს არის აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე. შესაბამისად პირველი ნაბიჯიც 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღნიშნავს ამ დღეს. რუსთავში პირველი ნაბიჯი ახორციელებს 10-მდე პროგრამას, რომელიც ემსახურება აუტიზმის მქონე ბავშვებს. ამით ხელს ვუწყობთ მათს საზოგადოებაში ინტეგრაციას, მიმღებლობის გაზრდას მათ მიმართ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" თამარ ნოზაძემ.