იცოდი? - რომელ წელს აშენდა პირველი საცხოვრებელი სახლი რუსთავში და რამდენი ბინისგან შედგებოდა

2024-03-30 16:51:59

იცოდი? - რომელ წელს აშენდა პირველი საცხოვრებელი სახლი რუსთავში და რამდენი ბინისგან შედგებოდა.

გომელაურის ქუჩაზე თუ ჩაგივლიათ, შესაძლოა, უყურადღებოდ არ დაუტოვებიხართ ხისგან ნაშენებ სახლებს, რომლებიც დღეს ნამდვილად არ გამოიყურება კარგად.

ძალიან ცოტა რუსთაველმა შეიძლება იცოდეს, რომ რუსთავში აშენებული პირველი საცხოვრებელი სახლები სწორედ დღევანდელ გომელაურის ქუჩაზე მდებარეობს.

პირველი საცხოვრებელი სახლი, რომელიც 8 ბინისგან შედგებოდა, ჩვენს ქალაქში მაშინ აშენდა, როცა რუსთავი გარდაბნის რაიონის შემადგენელი ნაწილი იყო და დაბის სტატუს ატარებდა.

2 სართულიანი საცხოვრებელი სახლები ძირითადად ხის მასალისგან იყო აშენებული.

პირველი საცხოვრებელი სახლი ძველ რუსთავში 1944 წლისთვის უკვე აშენებული იყო.

პირველი საცხოვრებელი სახლის მაკეტი რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ინახება.

ეს სახლები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიიდან ტყვედ წამოყვანილმა გერმანელმა სამხედროებმა ააშენეს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები