საქართველოში One republic ჩამოვა

2024-03-28 11:16:27

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. ხვალ, 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე OneRepublic-ის ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი.

Onerepublic 10 მაისს, scorpions 31 მაისს, jungle კი 18 აგვისტოს წარსდგება მსმენელის წინაშე.