რის გამო შეიძლება დაჯარიმდეთ 500 ან 1500 ლარით

2024-03-27 19:46:55

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან ხშირად აწვდიან ფოტომასალებს, როგორ იწვის ეზოში ერთ ადგილას მოგროვებული ფოთლები, ან დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მოგროვებული ძველი საბურავები.

შეიძლება არ იცოდეთ, რომ ქუჩაში ფოთლების და სხვა სახის ნარჩენების დაწვის გამო შეიძლება დაჯარიმდეთ.

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.