ავარიის ორი ადამიანი ემსხვერპლა

2024-03-27 13:04:46

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

3 დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.