ბანკში დაწყებული შელაპარაკება დაჭრით დასრულდა

2024-03-26 18:47:15

თემქაზე, ლიბერთი ბანკის ფილიალთან მომხმარებელმა მეორე მოხმარებელი დაჭრა.

შელაპარაკება ბანკში დაიწყო, აგრესიული მომხმარებელი ბანკის მენეჯერს ეჩხუბებოდა, რა დროსაც მას რამდენიმე მომხმარებელი გამოესარჩლა.

ამის შემდეგ, დაპირისპირებულმა მამაკაცებმა ქუჩაში გადაინაცვლეს. ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიბერთი ბანკის დაჭრილი მომხმარებელი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია.