ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

2024-03-26 14:56:37

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ხანძარი იყო.

არსებული ინფორმაციით, შედეგად ბარაკული ტიპის 2 საცხოვრებელ სახლი დაიწვა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.