უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა

2024-03-20 15:16:07

კაცი ხელი ტრაქტორის სახნავმა მექანიზმმა ჩაითრია.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში მომხდარ უბედურ შემთხვევას 46 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კაცი საკუთარ მიწის ნაკვეთს ე.წ. ხელის ტრაქტორით ამუშავებდა, რა დროსაც ტრაქტორის სახნავმა მექანიზმმა ჩაითრია.

მამაკაცი გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.