ხანძარი რუსთავში, ლიფტის შახტაში

2024-03-18 14:28:03

რუსთავში მეგობრობის გამზირზე ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ სადარბაზოში ლიფტის შახტაში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.