მამაკაცი ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა

2024-03-13 20:23:00

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მამაკაცი ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა.

შემთხვევა სოფელ ნიგოზეთში მოხდა.

კაცს ოჯახი და მაშველები გუშინდელი დღიდან ეძებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოასვენეს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.