კაცს მევალემ ყური მოაჭრა

2024-03-13 15:46:13

ქარელის მუნიციპალუტეტის ერთ-ერთ სოფელში 50 წლამდე მამაკაცს მევალემ ყური მოაჭრა.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ "მოზაიკამ" გაავრცელა.

სოფლის მაცხოვრებლების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ვალი ჰქონდა და არ იხდიდა. ამის გამო მევალემ ყური მოაჭრა. ის ბიჭი დააკავეს“, – უთხრეს “მოზაიკას”.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.