ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის გზაზე

2024-03-09 11:56:21

რუსთავი-თბილისის გზაზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ჯერ მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი, შემდეგა კი ავტომობილს სატვირთო შეეჯახა.

არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები, საინფორმაციო სააგენტო არკვევს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ავარიის გამო, რუსთავი-თბილისის გზაზე დროებით შეფერხებული იყო საავტომობილო გადაადგილება.