რუსთავი-თბილისის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა [video]

2024-03-01 23:01:31

რუსთავი-თბილისის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა.

ადგილობრივების თქმით, ქვეითად მოსიარულე ჩქაროსნულ მაგისტრალზე კვეთდა გზას, რა დროსაც მას სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებებით ქალი ადგილზე დაიღუპა. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ფონიჭალის მონაკვეთზე, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები