როდის აღდგება წყლის მიწოდება

2024-02-29 23:47:38

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ქალაქ რუსთავის ხრამის სათავე ნაგებობასთან რუსთავის ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებთან დაკავშირებით, 29 თებერვლის 01:00 საათიდან 1 მარტის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ქალაქ რუსთავს სრულად (მარცხენა, მარჯვენა სანაპიროები და ჭყონდიდელის დასახლება) და ქალაქ გარდაბანს.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.