რუსთავში ავტომობილი ქალს შეეჯახა [video]

2024-02-29 00:00:00

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ქალი საავტომობილო გზას კვეთდა, რა დროსაც შეჯახება მოხდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული სასწრფო სამედიცინი დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.