რუსთაველი სტუდენტების რიცხვი, რომლებიც მერიისგან დაფინანსებას მიიღებენ, იზრდება

2024-02-28 18:49:39

იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებიც წარჩინებული სწავლისთვის ქალაქის მერიისგან დაფინანსებას იღებენ, გაიზარდა.

მე-7 მოწვევის რუსთავის საკრებულოს 31-ე სხდომაზე "სტუდენტთა სწავლის დაფინანსების" წესში ცვლილება დეპუტატებს რუსთავის მერის მოადგილემ ოთარ ტატალაშვილმა წარუდგინა.

ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსდება რუსთავში მცხოვრები ყველა ის სტუდენტი მიიღებს, რომელიც ბოლო ორი წელი არ სწავლობდა ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუმცა წარმოადგენს თუნდაც ერთი მშობლის რუსთავში ორწლიანი უწყვეტი რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ცვლილებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.