5 რუსთაველი მოსწავლე სწავლას ამერიკაში გააგრძელებს

2024-02-28 18:19:05

30 წელია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა “FLEX” შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში.

პროგრამაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით მოსწავლე  მონაწილეობს, მათ შორის რუსთავიდანაც.

ნელ-ნელა იმ მოსწავლეების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო, რომლებიც ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ და სწავლას ერთი წლით ამერიკაში გააგრძელებს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია იმ რუსთაველი მოსწავლეების ვინაობა, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სამი რაუნდი წარმატებით გაიარეს და ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ ამერიკაში სასწავლებლად შეირჩნენ.

გიორგი პეტრიაშვილი - მე-2 საჯარო სკოლა

ანა ქარქუსოვი - მე-4 საჯარო სკოლა

ანა-მარია ფხალაძე - მე-4 საჯარო სკოლა

ლიზი გოგიჩაშვილი - მე-15 საჯარო სკოლა

ანანო სოხაძე - 24-ე საჯარო სკოლა

შედეგები ეტაპობრივად ქვეყნდება, ამიტომ შესაძლოა მონაცემები არ იყოს სრული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები