ქვემო ქართლში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2024-02-24 21:18:00

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შემთხვევა 23 თებერვლის ღამეს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი წყლის არხში გადავარდა და მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაიღუპა.

დაშავდა მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირიც.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.