რუსთავში, ეზოში გარდაცვლილი კაცი ნახეს

2024-02-20 22:09:10

რუსთავში, ეზოში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მე-14 მიკრორაიონში, ეზოში 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედართან ერთად ნაპოვნია წერილიც.

შემთხვევა, სავარაუდოდ, სუიციდს უკავშირდება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.