ავარია რუსთავში [photo]

2024-02-15 19:44:58

რუსთავში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰიუნდაისა" და "ბე-ემ-ვეს" მარკის 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დამხარების ეკიპაჟები.