რუსთავში მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს

2024-01-13 16:24:47

რუსთავში მეგობრობის გამზირზე მაღაზიათა ქსელის "მაგნიტის" ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭი, სავარაუდოდ მაღაზიის მენეჯერის ოთახში შევიდა და სეიფიდან 1000 ლარამდე თანხა მოიპარა.

ფაქტზე სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი ამხილეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.