რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2024-02-12 01:47:08

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ცურტაველის ქუჩაზე მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით 12 თებერვალს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

თბილისის ქ N 2, 4, ყაზბეგის 1 და 2 გას, ყაზბეგის ქ N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 12, 14.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.