რუსთაველი გიორგი მაღლაფერიძე გარდაიცვალა

2024-02-10 21:13:00

საკალათბურთო კლუბ "რუსთავის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაღლაფერიძე გარდაიცვალა. ის 51 წლის იყო.

მაღლაფერიძეს საჯარო თუ სამოქალაქო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა. ის გახლდათ სხვადასხვა ორგანიზაციის დამფუძნებელი/წევრი, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის მონაწილე, აორგანიზებდა სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას ახალგაზრდებისთვის.

გიორგი მაღლაფერიძე რამდენიმე წლის განმავლობაში რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი ქალაქის საკალათბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

როგორც მეგობრები და ახლობლები ამბობენ, მაღლაფერიძე მოულოდნელად დაიღუპა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გული სახელდება.

"ინფო რუსთავი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

პანაშვიდი - 13 და - 14 თებერვალს, მისამართი ქ.რუსთავი ოდიშარიას 25. გასვენება - 15 თებერვალს.