"რეანიმაციულ განყოფილებაშია, მართვით სუნთქვაზე"

2024-02-10 14:28:26

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზარში სროლის დროს დაჭრილი 26 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმედ ფასდება.

ექიმების ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტს გუშინ რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მცირე ზომის ჭრილობები, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ჰქონდა მიყენებული.