ანაზღაურებადი სტაჟირება მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში

2024-02-09 20:23:04

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მცხეთის, თბილისის, რუსთავის და თბილისი-გარდაბნის მომსახურების ცენტრებში ელექტრიკოსის და ტექნიკოს-ელექტრიკოსის პოზიციებზე.

ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 2 თვემდე. სტაჟირების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და ტესტირებაზე გასულ კანდიდატებს მიეცემათ  კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ყველა დასაქმებულ თანამშრომელს სთავაზობს თანაბარ დასაქმების პირობებს და ჯანმრთელობის დაზღვევას.  

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიის წარმომადგენელს მობილური ტელეფონის ნომრებზე: 577 35 18 19. ასევე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე: vacancy@energo-pro.ge.