"კაცი მოვკალი, პოლიციაში დარეკეთო" [video]

2024-02-09 19:38:56

"ინფო რუსთავისთვისთვის" ე.წ. სტამბულის ბაზარზე 4 ადამიანის მკვლელობასა და 1 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის დაკავების კადრები ხდება ხელმისაწვდომი. [ვიდეო/video]

როგორც ირკვევა, 36 წლის მამაკაცმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ლეონიძის ქუჩაზე არსებულ აფთიაქ "ფარმ სახლს" შეაფარა თავი. კადრებში ასახულია, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, როგორ გაჰყავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აფთიაქიდან სავარაუდო დამნაშავე.

გვერდით მდებარე მაღაზია "უნივერსამში" დასაქმებულები საინფორმაციო სააგენტოს უყვებიან, რომ ბრალდებულმა ადგილზე მყოფებს თავად სთხოვა პოლიციაში დაერეკათ.

"კაცი მოვკალი, პოლიციაში დარეკეთო ითხოვდა", - ყვებიან თანამშრომლები.

შეგახსენებთ, 36 წლის მამაკაცმა სტამბულის ბაზარზე ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი მოკლა, 1 კი დაჭრა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძა იყო, დაჭრილი ახალგაზრდა კი მისი ბიძაშვილი. რა იყო მკვლელობის მოტივი, ჯერ-ჯერობით უცნობია.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები