პოლონეთში ქართველები დააკავეს

2024-02-06 12:35:51

პოლონეთში, 39 და 55 წლის ქართველები დააკავეს. მათ ლატარიის ბილეთების ქურდობას ედავებიან. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ლატარიის 200, გადასაფხეკი ბილეთი მოიპარეს.

შემთხვევა ვარშავაში მოხდა. პოლიციამ დამნაშავეები სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან იპოვა. მათივე ცნობით, ზარალი დაახლოებით 2 000 ზლოტს შეადგენს. უცნობია, რა თანხა მოიგეს საქართველოს მოქალაქეებმა.

დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.