რუსთაველი სპორტსმენის წარმატება

2024-02-05 18:52:26

რუსთაველმა სპორტსმენმა მალხაზ გაბისკირიამ ძალისმიერ სპორტში საქართველოს ღია ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.

125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გაბისკირია მკაცრი წესით შტანგის ბიცეპსით ამოწევის დისციპლინაში საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

პირველი ცდაზე 98 კგ აწია. მეორე ცდა - 104 კგ. მესამეზე სცადა საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება, თუმცა ამ ეტაპზე ვერ მოახერხა.