რუსთავში რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2024-02-05 15:34:08

რუსთავში რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება.

"კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის ფალიაშვილის ქ. N33-თან   მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 5 თებერვალს, 14:20 საათიდან  20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მე-6, 7, 7ა, 8  მრ, მელიქიშვილის  (თავისი გასასვლელებით) და ლომოურის ქუჩას  ( გასასვლელებით).

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.