იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2024-02-04 15:25:49

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკვეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 38 წლის მამაკაცი ერთ-ერთ პიცერიაში შევიდა და მოლარეს ჭიქა წყალი სთხოვა. წყლის მოსატანად მოლარის წასვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ სალარო აპარატი გახსნა, იქ არსებული თანხა აიღო და გაიქცა.

მამაკაცს პიცერიაში დასაქმებულები გაედევნენ, თუმცა მისი დაჭერა ვერ მოახერხეს. ფაქტი სამართალდამცავებს აცნობეს და საქართველოს მოქალაქე მალევე დააკავეს.