სიახლე რუსთავის ავტობუსებში

2024-02-04 13:47:02

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო განცხადებას ავრცელებს.

"რუსთავის მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასურის გადახდა საბარათე სისტემაზე გადავიდა
სპეციალური სამგზავრო ბარათის რუსთავი ქარდის აღებას შეძლებთ საქართველოს ბანკის შემდეგი ტერმინალებიდან:

კოსტავას N17 (საცხობი ,,კერას" მ/ტ)

მეგობრობის N20 (მუნიციპალური სერვისების  ცენტრი)

შარტავას N19 (ავტობუსების გაჩერაბა)

მესხიშვილის N14 ( მაღაზია ,,სპარის" მ/ტ)

მე-19 მკრ N17

სუპერმარკეტ მადაგონის შემდეგ ფილიალებში:

შარტავას ქ. N23ბ

კოსტავას გამზირი N7

რჩეულიშვილის N9

ფიროსმანის N 16

შარტავას N3

აღმაშენებლის N89

საქართველოს ფოსტის ლოტოს ჯიხურებში.

რუსთავი ქარდის ღირდბულებაა 2 ლარი.

რუსთავი ქარდის გარდა, თანხის გადახდას  შეძლებთ:

სტუდენტის ბარათის, სქულ ქარდის, მუნიციპალური სოციალური ბარათის, მეტრომანის, საქართველოს და თი ბი სი ბანკის პლასტიკური ბარათებით.

სპეციალური სამგზავრო ბარათების შვსებას შეძლებთ მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალების საშუალებით",- ნათქვამია განცხადებაში.