როდის აღდგება წყლის მიწოდება

2024-02-04 00:17:41

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ლომოურის ქუჩის მ/ტ  მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 3 თებერვალს, 23:50 საათიდან 4 თებერვლის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-6, 7, 7ა, 8 მრ-ბი, მელიქიშვილის  და ლომოურის ქუჩებს გასასვლელებით.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.