რამდენი ლიფტი გაკეთდება წელს რუსთავში

2024-02-01 16:18:51

2024 წლის ბიუჯეტში ლიფტების პროგრამისთვის 2 697 400 ლარია გამოყოფილი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ "რუსთავის კორპუსში" განუცხადეს, 1 700 000 ლარი უფასო ლიფტების პროგრამას მოხმარდება, ხოლო 800 000 ლარამდეა გამოყოფილი ლიფტების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ეს ციფრი ცენტრალური ბიუჯეტის დახმარებით გაიზრდება.

"1 700 000 ლარამდეა დაახლოებით უფასო ლიფტების პროგრამისთვის. კომპანიას რასაც ვუხდით, შარშან და შარშან წინ რაც იყო არ შეცვლილა. დაახლოებით 800 000 ლარამდეა სარეაბილიტაციო ლიფტებისთვის. თუმცა როგორც წინა წლებში, მოსალოდნელია, რომ ცენტრალური ბიუჯეტის დახმარების ეს ციფრი გაიზრდება",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ააიპ "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნოდიამ.

ერთი ლიფტის შეცვლა დაახლოებით 50 000 ლარი ჯდება, აქედან გამომდინარე, ამ მონაცემებით, ქალაქში 16 ლიფტის განახლებაა შესაძლებელი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები