რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრები ახალ ავტობუსებს გადაჰყავს

2024-02-01 11:30:59

დღეიდან რუსთავი თბილისის მიმართულებით ახალმა ავტობუსებმა დაიწყეს მოძრაობა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განუცხადეს, მგზავრებს ამ ეტაპზე თბილისის მიმართულებით 10 ერთეული ავტობუსი მოემსახურება.

მათი თქმით, ავტობუსების მოძრაობის ინტერვალი 13 წუთიდან 10 წუთამდე შემცირდა.

რუსთავიდან პირველი ავტობუსი 07:00 საათზე გავა, ხოლო თბილისიდან ბოლო ავტობუსი 23:00 საათზე.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადასაყვანად მუნიციპალიტეტმა 20 ახალი ავტობუსი შეიძინა და დანარჩენი 10 ავტობუსი ეტაპობრივად დაემატება.