რუსთავში, რამდენიმე მაღაზიიდან პროდუქტი მოიპარეს

2024-02-01 00:23:57

რუსთავში, რამდენიმე მაღაზიიდან პროდუქტი მოიპარეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მეგობრობის გამზირზე არსებული სურსათის მაღაზიებიდან რამდენიმე სახეობის ძვირადღირებული პროდუქტი 40 წლამდე კაცმა მოიპარა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.