რუსთავის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

2024-01-29 00:08:09

რუსთავის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მართვის დროს ჩაეძინა, რა დროსაც ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები