საჩუქრები რუსთავის ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს

2024-01-13 20:14:29

"ინფო რუსთავისა" და მოქალაქეების ერთობლივი ძალებით, რუსთავის ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს საახალწლო სურვილები აუსრულდათ.

"ინფო რუსთავის" ინიციატივითა და მოქალაქეების ჩართულობით შეგროვებული საჩუქრები ბავშვებს უკვე გადაეცათ. გიტარა, ტატუს აპარატი და სხვა ნივთები, ბავშვთა სახლში საინფორმაციო სააგენტოს გუნდმა დღეს, 13 იანვარს მიიტანა.

ბავშვებს სურვილების დაწერა ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე ვთხოვეთ. წერილები ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განვათავსეთ და მკითხველს მოვუწოდეთ, სადღესასწაულო სურვილები მათთვის ერთად აგვეხდინა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები