როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ბაღებში

2024-01-13 16:30:55

საქართველოში ზამთრის არდადეგები დასასრულს უახლოვდება. კანონით დადგენილი განრიგის მიხედვით, საჯარო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.

ამავე დღეს ელოდებიან აღსაზრდელებს სკოლამდელ დაწესებულებებში. საჯარო სკოლების მსგავსად, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.