რუსთავში კაცი ცოლის მუქარის გამო დააკავეს

2024-01-12 19:47:30

რუსთავში კაცი ცოლის მუქარის გამო დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი ფეისბუქის მეშვეობით ცოლს დაუკავშირდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ფაქტის შესახებ აცნობეს პოლიციას. სამართალდამცავებმა, კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით კაცის მიმართ რამდენიმე დღით ადრე გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი.