თურქეთში მიწისძვრა მოხდა

2024-01-08 19:33:36

თურქეთში, მალათიის პროვინციაში, 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მისი სიღრმე 4.6 კმ. იყო.  მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:19 საათზე დაფიქსირდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.