მოხალისეობრივი ვაკანსია ფოტოგრაფიით დაინტერესებულთათვის

2023-12-19 20:15:51

ორგანიზაცია ამბრელა ფოტოგრაფიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ვაკანსიას სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში აცხადებს.

პროექტი 2024 წლის 15 იანვარს დაიწყება და 11 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მოხალისეობრივი საქმიანობები ძირითადად მოიცავს ორგანიზაციისთვის მარკეტინგული გეგმის დასახვას, სოციალური ქსელების გააქტიურებას, ვიდეო/ფოტო ედითინგსა და გადაღებების დაგეგმვას, პროექტების მენეჯმენტსა და ივენთების დაორგანიზებას.

ორგანიზაციის მიერ ფინანსდება: მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯიბის ფულისა და დაზღვევის ხარჯები.

მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყის 18-დან 30 წლამდე და ფლობდეს ინგლისურ ენას.

პროექტის საშუალებით, მონაწილე შეძლებს სლოვაკეთსა და ევროპაში მოგზაურობას, ახალგაზრდულ საქმიანობაში კომპეტენციების გაუმჯობესებას, პიროვნული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ასევე, მიიღებს YouthPass სერტიფიკატსა და საჭიროების შემთხვევაში, სარეკომენდაციო წერილს ამბრელასგან.

საინფორმაციო ბუკლეტი იხილეთ მითითებულ ბმულზე.

განაცხადის შესატანად შეავსეთ მითითებული ფორმა.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ  facebook გვერდს.